თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 8 ოქტომბერი
გვინდა, ყველა მომხმარებელმა მომუშავე eSIM მიიღოს. თუ ასე არ მოხდა, აქ წერია, როდის და როგორ დაგიბრუნდებათ თანხა.
როდის გიბრუნდებათ სრული თანხა
- eSIM არ დაგიყენებიათ და არ გაგიაქტიურებიათ, ინტერნეტი არ გამოგიყენებიათ - მაგალითად, თუ მოგზაურობა გადაიდო ან გაუქმდა.
- eSIM ვერ მოგაწოდეთ და პრობლემის მოგვარება ვერ შევძელით.
- eSIM არ მუშაობს ჩვენი ან ქსელის ხარვეზის გამო და მისი გამოსწორება ვერ ხერხდება.
როდის არ ბრუნდება თანხა
- თუ eSIM-ზე ინტერნეტი უკვე გამოყენებულია - გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ჩვენი ან ქსელის ხარვეზის გამო შეწყდა.
- პაკეტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
- თუ პრობლემა გამოწვეულია ტელეფონით, რომელსაც eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს ან ოპერატორზეა დაბლოკილი, წაშლილი eSIM-ით ან ტელეფონის პარამეტრებით. ასეთ დროსაც ჯერ ყოველთვის ვეცდებით, eSIM-ის ამუშავებაში დაგეხმაროთ.
შევსებაზე იგივე წესები ვრცელდება, რაც იმ eSIM-ზე, რომელსაც ის დაემატა.
ფასდაკლებები და სასაჩუქრე კოდები
- პრომოკოდით მიღებული ფასდაკლება ფულად არ ანაზღაურდება: გიბრუნდებათ მხოლოდ ის თანხა, რომელიც რეალურად გადაიხადეთ.
- თუ შეკვეთის ნაწილი სასაჩუქრე კოდით გადაიხადეთ, ეს ნაწილი სასაჩუქრე კოდს დაუბრუნდება და არა ბარათს.
როგორ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება
მოგვწერეთ ჩატში ან მისამართზე support@gigify.ge. მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლითაც შეკვეთა გააკეთეთ, და რომელ eSIM-ს ეხება საკითხი (შეკვეთის ბმული ძალიან დაგვეხმარება). ჩვენ ქსელთან ვამოწმებთ eSIM-ის სტატუსს - მაგალითად, დაყენებულია თუ არა და გამოყენებულია თუ არა ინტერნეტი.
რა დრო სჭირდება
- თანხის დაბრუნების მოთხოვნას რაც შეიძლება მალე ვპასუხობთ, ჩვეულებრივ, რამდენიმე სამუშაო დღეში.
- დამტკიცებული თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე ან გადახდის საშუალებაზე, რომლითაც გადაიხადეთ. ბანკს თანხის ასახვას შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
- თანხის დაბრუნების შემდეგ eSIM ითიშება და მისი გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.